
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
ამჟამად, სკოლაში მოსწავლის, ახალგაზრდა მოჭიდავის - მათე ონიანის მორიგ წარმატებას აღნიშნავენ.
მათე ონიანმა, 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ვიცე ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წისნვლას უსურვებენ.
„კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება! ვულოცავთ საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, მათე ონიანს, 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებულ მეორე ადგილს!
მათემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი, დაუღალავი შრომა და ქართული ჭიდაობის სკოლის სიძლიერე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხირვალედ გულშემატკივრობენ.