ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა 
12-03-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა ქალის როლის აღნიშვნას საზოგადოებაში. 

სარვამარტო ღონისძიებამ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გააერთიანა. მოსწავლეებმა, წაიკითხეს ლექსები, და თბილი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება საყვარელი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლების მიმართ. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედისა და მასწავლებლის შრომასა და ამაგს მომავალი თაობის წინაშე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203