
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი რუსუდან ძიძიგური.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიების მომზადებაში, მათ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, სიმღერები, ლექსები, რომლებიც დედისა და ქალბატონების მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას უსვამდა ხაზს.
ღონისძიება იყო თბილი და ემოციური.
ტექსტის და ფოტოების ავტორი ნონა ცანავა