
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა და ემსახურებოდა ქალის როლის ხაზგასმას მეცნიერების განვითარებაში.
როგორ სკოლაში აღნიშნავენ, ქალი საზოგადოებაში, მეცნიერებასა და ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. მისი სიძლიერე, სიბრძნე, შრომა და სიყვარული ხშირად უხილავად, მაგრამ უმნიშვნელოვანესად განსაზღვრავს როგორც მომავალი თაობების აღზრდას, ისე საზოგადოების განვითარებას.
სწორედ ამიტომ, ნავარძეთის საჯარო სკოლის VIII-IX -X კლასის მოსწავლეებმა, ასმათ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ჩაატარეს ღონისძიება - „ქალთა როლი მეცნიერებაში“.
მოსწავლეებმა გაიხსენეს და საზოგადოებას წარუდგინეს გამორჩეული მეცნიერი ქალები, გაახსენეს მათი დაუღალავი შრომა, გამბედაობა და ის უდიდესი კვალი, რომელიც მათ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში დატოვეს.
„თითოეულმა ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ ძლიერია ცოდნისა და მიზნისკენ სწრაფვის ძალა. ღონისძიება სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე, მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და მშობლებს მინდვრის ყვავილები მიართვეს, რითაც კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება ყველაზე ლამაზი საჩუქარია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტოკადრებს გვიზიარებენ.