ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს 
12-03-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვილი ლამაზი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში განსაკუთრებულად თბილი განწყობა დაატრიალა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ, ძვირფას ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს, მათ პატივსაცემად ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.

სითბოთი და ემოციებით სავსე საღამომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალისა და დედის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში, მოსწავლეებმა კი დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203