ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
12-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო დედის როლის ხაზგასმა და ძვირფასი ქალბატონების მიმართ სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა. 

მოსწავლეებმა სიყვარულით და პატივისცემით მიულოცეს დედებს ეს განსაკუთრებული დღე. მათ წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალური და თეატრალური ნომრები და საკუთარი ხელით დამზადებული ბარათებით მადლობა გადაუხადეს დედებს სითბოსა და მზრუნველობისთვის.

ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, სითბოთი და მადლიერებით, რადგან დედა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია.

მე-9 კლასელებმა კი გადაწყვიტეს ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის სიურპრიზი მოეწყოთ.  მოსწავლეებმა ინიციატივას დამრიგებლის ეკა მურადაშვილის ხელმძღვანელობით შეასხეს ფრთა და დედებს ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა არის გმირობა“- აღნიშნეს მე-9 კლასელებმა და მშობლებს სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გაუკეთეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203