
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში დედის დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დედებს ემოციური და ლამაზი წუთები აჩუქეს. პატარებმა იმღერეს, იცეკვეს და სცენიდან დედებს გულწრფელი, თბილი სურვილები მიუძღვნეს.
მოსწავლეების შესრულებამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება და ემოცია გამოიწვია. ღონისძიება სიყვარულითა სავსე ატმოსფეროში წარიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედის განსაკუთრებულ როლს თითოეული ბავშვის ცხოვრებაში
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი - ბ. ჟანნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დედისა და ქალთა დღეები დიდი სიყვარულით მიულოცა.
„გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს! ძვირფასო დედებო, დებო და ქალბატონებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს და სითბოს. იყოს თქვენი ცხოვრება სავსე სიხარულით, თქვენი სახლი - მშვიდობით და ბედნიერებით“,- აღნიშნა პედაგოგმა.