
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დედის დედის დღის აღსანიშნავი კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა.
Vა კლასის მოსწავლეებმა, კვირეულის ფარგლებში, წარმოადგინეს ღონისძიება, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეებმა დედაზე ქართულ პროზასა და პოეზიაში გაბნეული მარგალიტები ერთად შეკრიბეს, მოეფერნენ დედებს და დაპირდნენ რომ მათ ასახელებენ.
დარბაზი ზღვა ემოციამ მოიცვა.
შთამბეჭდავი ღონისძიების სცენარის ავტორი გახლავთ კლასის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი მაყვალა ანთაძე.
იხილეთ ფოტოები: