გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დეკორაცია მოეწყო
12-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში გაზაფხულის მოსვლას ტრადიციულად, გამორჩეულად შეხვდნენ. 

სკოლაში საგაზაფხულო დეკორაცია მოეწყო, რომელმაც სკოლის შიდა სივრცე კიდევ უფრო გაალამაზა. 

სკოლის შიდა სივრცე გაფორმდა თემატური ყვავილებით და ფერადი კომპოზიციით, რომელიც მართლაც სასიამოვნო სანახავია. 

ლამაზი გარემო როგორც მოსწავლე-მასწავლებლებს, ისე სკოლაში შესულ თითოეულ სტუმარს გაზაფხულის სიხალისეს აგრძნობინებს. 

საგაზაფხულო დეკორაციამ სასკოლო სივრცეს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203