რეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
12-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლაში დედის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა მოამზადეს და დედებს თბილი სიტყვებითა და გულწრფელი ემოციებით მიულოცეს დღესასწაული.

ბავშვებმა დედის ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

ღონისძიება თბილ გარემოში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედის როლს საზოგადოებაში. 

სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი მადლობას უხდის პედაგოგებს დღესასწაულის გალამაზებისთვის, მშობლებს კი აქტიური ჩართულობისა და სამაგალითო შვილების აღზრდისთვის. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203