
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედის დღე ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და ძვირფას ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეები ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ დედებს, ხოტბა შეასხეს მათ როლსა და ამაგს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მასწავლებელმა ნათია ბედინაშვილმა, მუსიკალურად კი გააფორმა მაკა მურღულიამ.
„ამბობენ, დედის ღიმილზე ლამაზი არაფერია…
დღეს კი ჩვენთან სწორედ ასეთი ღიმილებით იყო სავსე ყველაფერი
ბავშვებმა ლამაზი ლექსები, სიმღერები და ცეკვები, მთელი გულით მიუძღვნეს ყველაზე ძვირფას ადამიანებს - დედებს.
ყველაზე ამაღელვებელი კი დედების ბედნიერი და ამაყი სახეები იყო…
ვამაყობ ჩემი პატარა მოსწავლეებით, რომლებმაც დღეს კიდევ ერთხელ აჩუქეს დედებს სითბოთი სავსე წუთები
დედის დღეს გილოცავთ ყველა დედას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტოკადრებს გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: