
„სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის გამოცდაზე რეგისტრაცია დაინტერესბულ პირებს 16 მარტიდან და 23 მარტს, 09:00 საათამდე შეუძლიათ.
ტესტის შესახებ
ტესტი ადგენს, თუ რა დონეზე ფლობს ტესტირებაში მონაწილე ინგლისური ენის გრამატიკულ სტრუქტურებსა და ლექსიკას, ასევე იმას, თუ რამდენად აქვს განვითარებული კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის უნარები. ენის ფლობის დონე განისაზღვრება საერთო ევროპული ჩარჩოს (Common European Framework of Reference for Languages) მიერ დადგენილ დონეებთან შესაბამისობაში - C1 (მაღალი), B2 (საშუალოზე მაღალი), B1 (საშუალო), A2 (საშუალოზე დაბალი), A1 (ელემენტარული). ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატში აისახება, თუ რა დონეზე ფლობს შესაბამისი პირი მოცემულ ენას.
სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.
გაეცანით საგამოცდო ტესტის სტრუქტურას და ქულათა განაწილებას.
კითხვის დავალებების ნიმუშები - კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა, წერა და ლაპარაკი - ინგლისური ენა