საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
11-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა მორიგი წარმატება აღინიშნა. 

ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები. ვერცხლის სიგელი გადაეცა სანდრო ხარშილაძეს, ბრინჯაოს სიგელი კი მიენიჭა გაბრიელ ხუბულავას.

  • ასევე სერტიფიკატები გადაეცათ:
  • გაბრიეს დავითიანს;
  • დემეტრე სიგუას;
  • ტაისია პარასკევაშვილი;
  • ნატალი სამადაშვილს;
  • გაბრიელ გაბუნიას;
  • ნატალი ბარელაძეს;
  • ანდრია დემურაშვილს;
  • ნია ღავთაძეს;
  • საბა ზედგენიძეს;
  • ლუკა მარტიროსოვს;
  • ზურა ჭუმბურიძეს.

ოლიმპიადა „კინგსის“ საშემოდგომო ტურში მონაწილეობისთვის კი სერტიფიკატებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ:

  • სესილი ყულიაშვილი;
  • ქეთევან ბრეგვაძე;
  • ბარბარე მახარაშვილი;
  • გაბრიელ გიგუაშვილი;
  • გიორგი იმერლიშვილი;
  • თეკლა ბერუაშვილი;
  • ანდრია ალთუნაშვილი.

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203