ნარდევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
11-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და დედებსა და მასწავლებლებს ლექსებითა და ლამაზი სიმღერებით მიულოცეს დღესასწაული. 

საზეიმო გარემოში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება და სიყვარული ძირფასი ქალბატონების მიმართ და მათ დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. 

„მოსწავლეებმა დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქეს. ასეთი საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს არაერთი ღონისძისძიებით უმრავალფეროვნებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203