ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლე გეგა ხილაძემ  ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
11-03-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლის გეგა ხილაძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-6 კლასელმა ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ძიუდოში, საქართველოს პირველობა 9 მარტს თბილისში გაიმართა, სადაც 2014-2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის, 42 კგ.წონით კატეგორიაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-6 კლასელი გეგა ხილაძემ წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მედალი მისთვის, ფიროსმანის საჯარო სკოლისთვის და მთელი სოფლისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან პირველი ჯილდოა სოფლის სპორტული ცხოვრების ისტორიაში.

გეგას მწვრთნელები - კახა წიკლაური და ნიკოლოზ ხუზაურაშვილი სპორტსმენს ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, პერსპექტიულ მოზარდს, რომელიც პირობას დებს, რომ, მომავალში, მედლის სინჯი ოქროთი შეიცვლება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი, სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა და სოფელი ფიროსმანი ულოცავს გეგას, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, მუნიციპალიტეტს ამ ღირსეულ ჯილდოს და მომავალში სპორტსმენს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203