
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და ორიგინალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჭადრაკს მიეძღვნა.
ღონისძიება პედაგოგ ნანული უნანიანის ორგანიზებით, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გამართეს.
მოსწავლეებმა საინტერესო სასცენო ნომრებით წარმოადგინეს ჭადრაკის შექმნის ისტორია, თამაშის პრინციპი და სპექტაკლი, რომელიც მუზიკლის ელემენტებს შეიცავდა.
ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, წარმოჩინდა პედაგოგის ბრწყინვალე შემოქმედებითი უნარები და მოსწავლეთა არტისტიზმი და იმპროვიზაციის უნარი.
შემოქმედებითმა საღამომ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
იხილეთ ფოტოები: