
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - მარიამ გრიგალაშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
მარიამ გრიგალაშვილი ქალთა ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია.
მარიამ გრიგალაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე, 55 წონით ჯატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში ლიზი ბერიძე დაამარცხა.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეს - მარიამ გრიგალაშვილს ვუსურვებთ მრავალ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.