მუჟალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს 
11-03-2026

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულეს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი საზეიმოდ აღნიშნეს.

დღეს კი ამ პატარებმა უკვე იციან წერა და კითხვა. სწორედ ამ ცოდნის შედეგი გაუზიარეს სიხარულით მშობლებსა და მასწავლებლებს.

მოსწავლეებმა შესწავლილი მოთხრობების გმირები გააცოცხლეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძიების ბოლოს პატარებმა დედებს დედის დღეც მიულოცეს და მშობლები სიამაყით აღავსეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებთან სასწავლო წლის განმავლობაში თავდადებით მუშაობდა დარიკო მასწავლებელი, რომლის ძალისხმევითაც ბავშვებმა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ პასუხისმგებლობა და დისციპლინა ისწავლეს.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203