
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, დიდი სომეხი მწერლისა და მეზღაპრის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს სომხეთში წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავენ, ტრადიცია მოსწავლეებმა სკოლაში გააცოცხლეს და ერთმანეთს მხატვრული ლიტერატურა გაუცვალეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I/IV/IX/X კლასების მოსწავლეები.
„19 თებერვალი გვახსენებს, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი წიგნია. სამყაროებს ხსნის და სულს ამდიდრებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: