იხტილის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
11-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ანაიტ სიმონიანის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, ლესებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

პატარებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203