უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დღესასწაულები ღონისძიებით მიულოცეს 
11-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები აღინიშნა. 

დედისა და ქალთა დღეები თითქმის მთელმა სკოლამ იზეიმა. ღონისძიებაში პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, ლესებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის ამაგს და გამოხატეს მადლიერება საყვარელი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლების მიმართ. 

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედისა და მასწავლებლის როლს საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203