„დედაჩემი ყველაზე ლამაზია“  -  ყულალისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დეიდს დღე ძვირფას ქალბატონებს საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
11-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს საკუთარი შემოქმედება მიუძღვნეს. 

დედის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო შემოქმედებითი აქტივობა სახელწოდებით „დედაჩემი ყველაზე ლამაზია“. აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა დედების პორტრეტები დახატეს და საკუთარი ნამუშევრებით მათ მიმართ სიყვარული და მადლიერება გამოხატეს. 

აქტივობა თბილ და შემოქმედებით გარემოში წარიმართა და ბავშვებს შესაძლებლობა მისცა ლამაზი გრძნობები კიდევ ერთხელ გამოეხატათ. 

„ჩვენი კლასის ბავშვებმა დიდი სიყვარულით დახატეს დედების პორტრეტები. თითოეული ბავშვისთვის დედა ყველაზე ლამაზია, ყველაზე კეთილი და ყველაზე საყვარელი.
ძვირფასო დედებო, შეეცადეთ გაარკვიოთ, რომელი პორტრეტია თქვენი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მშობლებს შვილების ნამუშევრებს უზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203