ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ლუხმედი ლენჯერის“ 2026 წლის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს 
11-03-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.

სკოლის მოსწავლეებმა - ქეთი ილდანმა, ბარბარე ფილფანმა, ლიკა ფილფანმა და დათუნა ფილფანმა მონაწილეობა მიიღეს სვანურ ტრადიციულ სრიალში - „ლუხმედე“.

მათ შესანიშნავი შედეგი აჩვენეს და I ,II და III ადგილები დაიკავეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და გამარჯვებას დიდი სიყვარულით ულოცავენ.

„ვულოცავთ, ჩვენს გამარჯვებულებს და ვამაყობთ მათი წარმატებით. გისურვებთ, მომავალშიც არაერთ გამარჯვებას და ჩვენი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორს - გიორგი ფილფანს და წამყვანს - თამარ შუკვანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203