არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის სემინარში მონაწილეობდნენ 
11-03-2026

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

11 თებერვალს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის - „თაობათა დიალოგი“ ოფისში, წყალტუბოელი ახალგაზრდებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე - „ჩემი როლი საზოგადოებაში“.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, ჯგუფურ აქტივობებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში, სადაც ერთმანეთს საკუთარი იდეები და ხედვები გაუზიარეს.

სემინარში სხვა ახალგაზრდებთან ერთად, სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. დემეტრე გუჩმაზოვმა, დავით ხაჭაპურიძემ, ელენე იობიძემ, ელენე ტეხოვმა, ლიზი ფხაკაძემ, ბექა გოდოლაძემ შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს.

„ჩვენო კარგებო, დიდი სიყვარულით და თქვენი დიდი, ღირსეული საქმეების მოლოდინით, წარმატებებს გისურვებთ! ჩვენ არა მარტო გადავცემთ ცოდნას, არამედ ვზრდით ღირსეულ მოქალაქეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203