„დედა - არსებობის მიზეზი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
11-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ქალბატონების - დედების მიმართა სითბოსა და სიყვარულის გააზიარებას ემსახურებოდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ დღეს გორელოვკის N3 საჯარო სკოლა მხოლოდ ღონისძიების ადგილი არ ყოფილა - ის სიყვარულის, მადლიერებისა და ბავშვური გულწრფელობის ტაძრად იქცა.

მოსწავლეები ღელვითა და დიდი პასუხისმგებლობით, სცენაზე იდგნენ და თითოეულ სიტყვას გულიდან ამბობდნენ. მათთვის ეს უბრალოდ ლექსი ან სიმღერა არ იყო - ეს იყო მადლობა დედისთვის, რომელიც პირველ ნაბიჯს ასწავლის, პირველ შეცდომას პატიობს და პირველ წარმატებაზე ყველაზე მეტად ხარობს.

დედა არის ჩვენი პირველი მასწავლებელი, ჩვენი პირველი სკოლა, ჩვენი პირველი მაგალითი.

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები მშობლიურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ფრაზები. შეასრულეს ცეკვები და ინგლისურენოვანი დადგმა. ამ ყველაფერს კი ახლდა ცოცხალი მუსიკა.

„დღევანდელმა ზეიმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნა არ არის - ეს არის ღირებულებები, სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ოჯახი და სკოლა ერთად ვასწავლით.

გმადლობთ, ძვირფასო დედებო, რომ ჩვენი სკოლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხართ.

თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ბავშვების წარმატების ყველაზე მყარი საფუძველია.  მადლობა ყველა აქტიურ მასწავლებელს! მადლობა აქტიურ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ კადრებს გვიზიარებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203