დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ქარცეფის საჯარო სკოლაში
11-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში დედის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი პროგრამა მოამზადეს და დედებს თბილი სიტყვებითა და გულწრფელი ემოციებით მიულოცეს დღესასწაული.

ღონისძიებაზე შესრულდა ლექსები, სიმღერები და მცირე თეატრალური ნომრები, რომლებიც დედებისადმი სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავდა.

მოსწავლეებმა დედების ამაგს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მათი როლი საზოგადოებასა და განათლებული თაობის აღზრდაში. 

ღონისძიება თბილ და ემოციურ გარემოში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას დაუვყარი წუთები აჩუქა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203