საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, მე-8 - მე-9 კლასელებს შორის, ფრენბურთში, ფინალური შეხვედრა გაიმართა
11-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტული ღონისძიებები გრძელდება. 

სპორტული შეჯიბრების ფარგლებში,  მე-8 კლასსა და მე-9 კლასებს შორის, ფრენბურთში, ფინალური შეხვედრა ჩატარდა. 

დაძაბული და საინტერესო თამაშის შედეგად გამარჯვება მე-8 კლასის გუნდმა მოიპოვა. ფინალის გამარჯვებულებს პირველი ადგილი მიენიჭათ და საზეიმო ვითარებაში თასი გადაეცათ.

ღონისძიება მეგობრულ და სპორტულ ატმოსფეროში წარიმართა, მოსწავლეებმა კი გუნდური თამაშისა და სპორტული სულისკვეთების კიდევ ერთი კარგი მაგალითი წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203