სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე იმსჯელებენ
11-03-2026

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს. 

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საკითხის შესახებ უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-4 სხდომა ჩატარდება. 

„19 მარტს,  14:00-ზე, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-4 სხდომა.  საბჭო იმსჯელებს  უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან და სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203