ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს გამორჩეული დღესასწაული აჩუქეს
10-03-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე გამორჩეულად აღნიშნეს. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს:​ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამოხატეს თავიანთი სიყვარული და პატივისცემა და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ბოლოს კი, დაფაზე მიმოფანტულ გულებში დედიკოების სახელები იპოვეს და თავისი ხელით დამზადებულ ბარათებთან ერთად დედიკოებს გადასცეს.

„​მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ამ სითბოსთვის! გილოცავთ დედის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203