
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომლებიც დირექტორსა და მასწავლებლებს არსდროს ივიწყებენ.
9 მარტს, სკოლას კურსდამთავრებული ვაჟები - ბესარიონ ჩანქსელიანი და ნიკოლოზ ქომეთიანი ესტუმრნენ და დირექტორსა და მასწავლებლებს ქალთა საერთასორისო დღე მიულოცეს.
მათ მადლიერება გამოხატეს და პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელს ყვავილები მიართვეს.
თბილ და ემოციურ შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და მასწავლებლების როლი მათ ცხოვრებაში.
„საგაზაფხულო სიურპრიზი კურსდამთავრებულთაგან
ასეთი სასიამოვნო სიურპრიზით გაგვილამაზეს დღევანდელი დილა ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის ქალბატონებს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ვაჟებმა: ბესარიონ ჩანქსელიანმა და ნიკოლოზ ქომეთიანმა, რითაც ძალიან გაგვახარეს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ და წინსვლა-წარმატებები ცხოვრებაში!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და შეხვედრის ამსახველ კადრებს გვიზიარებს.
იხილეთ ფოტოები: