საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია სასწავლო ოლიმპიადის II ტურში გამარჯვებისთვის მოსწავლეს 500 ლარით დაასაჩუქრებს
10-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწვლეთა აკადემიური წარმატება საამაყო და წახალისებულია. 

სკოლა-გიმნაზიის XI კლასის მოსწავლემ ელენე სამხარაძემ, წარმატებით გადალახა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ინგლისური ენაში და გადავიდა ფინალურ ეტაპზე.

სკოლა-გიმნაზიის დირექცია და სასკოლო საზოგადოება ულოცავს ელენეს ამ დიდ წარმატებას და გამარჯვებას უსურვებს მესამე, ფინალურ ტურში.

სკოლა-გიმნაზიის დებულების თანახმად, მეორე ტურში გამარჯვებული ელენე სამხარაძე და ინგლისური ენის პედაგოგი მზიური კოჩალიძე სკოლა-გიმნაზიისაგან დასაჩუქრდებიან 500 - 500 ლარით.

შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში გამარჯვებულთათვის სკოლა-გიმნაზისაგან გამოყოფილია 1000 - 1000 ლარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203