არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის პირველი ტური წარმატებით ჩატარდა
10-03-2026

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ უნიკალური პროექტის - TOEFL-ის შიდასასკოლო კონკურსის პირველი ტური წარმატებით ჩატარდა. 

კონკურსის პირველი ეტაპი სკოლაში 7-8 მარტს გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსმა იმერეთის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია - თითქმის 50 საჯარო და კერძო სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. მონაწილეები იყვნენ ქუთაისის, სამტრედიის, ზესტაფონის, ხონის, ჭიათურისა და ბაღდათის სკოლებიდან, წყალტუბოს ყველა სკოლიდან.

შეგახსენებთ, რომ English Book Education და ETS Global ექსკლუზიურად სკოლა „ოცნებისთვის“ ახორციელებენ უნიკალურ პროექტს - TOEFL-ის შიდასასკოლო კონკურსს, რომელიც სამ ტურს მოიცავს. პროექტი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ცოდნა საერთაშორისო სტანდარტით შეამოწმონ და ამავე დროს მიიღონ ახალი საგანმანათლებლო გამოცდილება.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო ფინალისტი თბილისში, English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას.

„სკოლა „ოცნებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სტანდარტის პროექტის ინიციატორები ვართ და კონკურსი სწორედ წყალტუბოში ჩატარდა. ჩვენი მიზანია, წყალტუბოსა და რეგიონის მოსწავლეებს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ფართო საგანმანათლებლო სივრცეში წარმოაჩინონ, ხოლო ჩვენი ქალაქი თანდათან ვაქციოთ საგანმანათლებლო აქტივობებისა და შესაძლებლობების მნიშვნელოვან ცენტრად რეგიონში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203