„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც თვალსაჩინოა მიზნები“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი
10-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება და მოწოდებულია ქვეყანას ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდოს. 

მისი თქმით, სკოლა ახალგაზრდებს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთი ღირებულებებს, რომლებიც მათ კარგ ადამიანებად და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოაყალიბებს.

დირექტორის შეფასებით, მოსწავლეთა წარმატებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმატებული ადამიანების მაგალითები. როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მასწავლებლის საქმიანობისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა მოახდინა. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი პასუხობს. 

-მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

-ვიგებთ რომ მათთან შემცირებულია პასუხისმგებლობის გრძნობა.

-მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

 - ნასწავილი (წარმატებული) ადამიანების საუკეთესო მაგალითები.

-სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ხელს უწყობდეს კარგი ადამიანის ჩამოყალიბებას.

-მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- „კარგი მეგობრობა ყველა ასპექტში სასარგებლოა“.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- არის თვალსაჩინო მიზნები.

-უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

-შემეცნებითი თვისებები.

-ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

-პროფესიის დიდმა სიყვარულმა. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203