
მზიანა მერლანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც მასწავლებლის როლი მხოლოდ საგნის წავლებით არ შემოიფარგლება, ის არის აღმზრდელი, მხარდამჭერი და იმ ღირებულებების გამზიარებელი, რომლებიც მოსწავლეს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.
მისი თქმით, მოსწავლე სკოლაში მოსვლისთანავე უნდა გრძნობდეს, რომ სკოლა მისი მეორე ოჯახია. პედაგოგის შეფასებით, სასწავლო პროცესი განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსსა და პროექტში, სადაც მათი შრომა და მიღწევები თვალსაჩინო ხდება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ის ხდება სკოლის მოსწავლე, უნდა გაითავისოს, რომ სკოლა მისი მეორე ოჯახია, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მისი შესაძლებლობების დანახვა არა მარტო საგნობრივ სფეროში, არამედ სხვა მხრივაც და უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას სკოლიდან.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ზოგად განათლებას, ასწავლიდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მიზანდასახულებას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობარი მყარი საყრდენია. უნდა ითავისებდეს ნდობის ფაქტორს.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე სასკოლო ცხოვრების გარდა ჩართულია სხვადასხვა კონკურსში. როცა მისი შრომა დანახვადი ხდება.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- კითხვა, თხრობა, მოსმენა, გააზრება, გაკვეთილებზე ჩართულობა, კრიტიკული აზროვნება.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა.