„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მაღალი თვითშეფასება, მოტივაცია და მხარდამჭერი გარემო“- რუსთავის N23 სკოლის დირეტორი მზია კიწმარიშვილი
10-03-2026

„განათლება არის ძალა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას უკეთესისკენ შეცვალოს საკუთარი და სხვისი ცხოვრება“, - აღნიშნავს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირეტორი მზია კიწმარიშვილი და მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს. 

მისი თქმით, სკოლა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ცხოვრებისათვის აუცილებელ უნარებს - კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და სინთეზის უნარს, თანამშრომლობას, საკუთარი თავის რწმენასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

როგორც თავად ამბობს, პასუხისმგებლობის სწავლება იწყება მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეძლევა არჩევანის თავისუფლება, თუმცა იმავდროულად აცნობიერებს, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას თან ახლავს შედეგი და პასუხისმგებლობა. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ვასწავლით, რომ თითოეულ არჩევანს აქვს შედეგი, შესაბამისად, პასუხიმგებლობა.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მაღალი თვითშეფასება, მოტივაცია და მხარდამჭერი გარემო, რომელშიც შეცდომა აღიქმება, როგორც განვითარების ნაწილი.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ყოფა-ცხოვრებისათვის საჭირო ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: ანალიზი და სინთეზი, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის რწმენა...

-მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მოსწავლეები სწავლობენ გუნდურობას, თანაგრძნობას, მხარდაჭერას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
-ის მოსწავლის ინტერესებთან, ყოფა-ცხოვრებასთან არის კავშირში. ამავე დროს, ის გულისხმობს კეთებას, კვლევას, აღმოჩენას...

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების, ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობის უნარი და
თვითგანვითრების სურვილი ცხოვრების მანძლზე.

-ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
-დედამ, რომელიც მასწავლებელი იყო და რწმენამ, რომ განათლება არის ძალა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას უკეთესისკენ შეცვალოს საკუთარი და სხვისი ცხოვრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203