
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლამ მისალოცი წერილი გაავრცელა და საზოგადოებასა და სასკოლო თემს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა.
სკოლის დირექცია პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს ქალების მიმართ – დედების, მასწავლებლებისა და ყველა იმ ქალის მიმართ, რომლებიც თავიანთი შრომითა და სიყვარულით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მომავალი თაობების აღზრდასა და საზოგადოების განვითარებაში
„დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ყველას- დედებს, დებს, მეგობრებს, მასწავლებლებსა და იმ ქალებს, რომლებიც ყოველდღე სითბოს, სიკეთესა და ძალას ანაწილებენ სამყაროში.
ქალი არის სინაზე და სიმტკიცე ერთად. ის არის შთაგონება, ზრუნვა, სიბრძნე და სიყვარული. თქვენი შრომა, სითბო და მხარდაჭერა ბევრისთვის სიცოცხლის წყაროა.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას და უსაზღვრო სიყვარულს.
გაანათეთ სამყარო თქვენი ღიმილით და არასოდეს დაკარგოთ ის ძალა, რომელიც თქვენშია“, ვკითხულობთ მისალოც წერილში.