
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეება საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს და დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
„ძვირფასო ქალბატონებო ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ გულით მოძღვნილი ღონისძიებით გილოცავთ 8 მარტს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტოებს გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: