
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს ეს განსაკუთრებული დღეები.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შენოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედისა და მასწავლებლის როლს საზოგადოებაში.
იხილეთ ფოტოები: