საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა „ბრემენელი მუსიკოსები“ თეატრის სცენაზე ნახეს
10-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

I კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის თინათინ გოგინაშვილის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ თეატრში, სპექტაკლზე - „ბრემენელი მუსიკოსები“. 

პატარებისთვის ეს დღე განსაკუთრებული ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო სავსე. საყვარელი პერსონაჟების საინტერესო თავგადასავალმა და მუსიკალურმა ნომრებმა მოსწავლეები სრულიად მოხიბლა. სპექტაკლმა ბავშვებს მეგობრობის, ერთობისა და მიზნისკენ სწრაფვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაანახა.

თეატრში ვიზიტმა პირველკლასელებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა და მათთვის ხელოვნების სამყაროსთან დაახლოების კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება გახდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203