ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
10-03-2026

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადმიანების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ემსახურებოდა. 

საზეიმო ღონისძიება I კლასის მოსწავლეეებმა (დამრიგებელი: ბელა ჯანგავაძე) დედებს მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ვაჟა-ფშაველას სიტყვები - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“. 

მოსწავლეებმა დედის დღე და გაზაფხული ერთად იზეიმეს და დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„​ჩვენი პირველი გაზაფხული ერთად! ირგვლივ სიყვარულის სურნელი ტრიალებდა. ლამაზად გაფორმებული გარემო, ამაღელვებელი ლექსები, სიმღერები და ბევრი ღიმილი - ნამდვილ დღესასწაულად აქციეს ჩვენმა პატარებმა. ბედნიერებას ვუსურვებთ ყველა დედას!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203