
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლის - მართა დოგრაშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
მე-6 კლასელმა გოგონამ იმერეთის საჭადრაკო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.
მართა დოგრაშვილმა 12 წლამდე გოგონათა შორის დაიკავა l ადგილი და ასახელა სკოლა და ოჯახი.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით, გამარჯვებას დიდი სიყვარულით ულოცავენ და მახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში მხარდაჭერილია.