
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დოკუმენტში შევიდა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეხება.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში, ასევე არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალსაც მოეთხოვება უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება შესაბამის დარგში, სასურველია ჰქონდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში და მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დადგენილებაში ასევე ვკითხულობთ:
„ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.
ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება“.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“
კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.
კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება“.
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება“.
მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება“.