ტვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

მოსწავლეება საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს და დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შენოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს. 

„ძვირფასო დედებო, თქვენი სითბო ქმნის ოჯახს, თქვენი მზრუნველობა გვზრდის ადამიანებად, თქვენი სიყვარული კი არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე მყარი საფუძველი. გილოცავთ დედის დღეს! იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები და ისეთივე ძლიერები, როგორც ყოველთვის ხართ ჩვენი გულებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ღონისძიების ამსახველ ვიდეოს გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203