
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა დედებს ეს ლამაზი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქციეს.
VI1 კლასში გაიმართა ღონისძიება - „დედავ, ცხოვრების დიდო საწყისო”. ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებითა და გულწრფელი სიტყვებით მადლობა უთხრეს იმ ადამიანებს, ვინც მათთვის ყველაზე ძვირფასია - დედებს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედის როლს საზოგადოებაში.
„გილოცავთ დედის დღეს ყველა დედას! თქვენ ხართ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ყველაზე ძვირფასი ნაწილი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ვიდეოებს გვიზიარებენ.