ლახამულას საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს კოლეგებმა და აღზრდილებმა დაბადების დღე გამორჩეულად მიულოცეს
10-03-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელის ლუარა სარიშვილის დაბადების დღე კოლეგებმა და მისმა აღზრდილებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

პედაგოგებმა და მისმა მოსწავლეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, ამაგდარი მასწავლებლისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი გაეხადათ და მისთვის მადლიერება გამოხატეს მრავალწლიანი თავდადებული შრომისა და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

სიურპრიზებითა და თბილი სიტყვებით სავსე შეხვედრაზე კოლეგებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს მასწავლებლის პროფესიული გზა, მისი დაუღალავი შრომა და ის სიყვარული, რომელსაც მოსწავლეთა-აღზრდა განათლებაში დებს. 

„ბედნიერი და დაუვიწყარი დაბადების დღე კოლეგებთან: ლალი მარგიანი, კობა შონია, აღზრდილებთან: ზვიად საბანიძე, სისი საბანისძე, დავით კვირიკაძე, ლუკა კვირიკაძე, ლექსო, ბექა ანსიანი, აღზრდილების პაწაწა შვილებთან, პოეტებთან, ახალ მეგობრებთან; ჯილდო თაობებზე გაწეული ღვაწლისთვის სკოლის დირექტორ ნაზი ჭიღლაძისგან, ტორტი, შუშხუნები, სანთლები, თაიგულები კოლეგებისგან, აღზრდილებისგან; თბილი მილოცვები, კეთილი სურვილები და ყველაზე საყვარელი მილოცვა პატარებისგან: „გილოცავ, გილოცავ, გილოცავ! -გამორჩეულად ლამაზი, ამაღელვებელი და ემოციური იმდღევანდელი ვიდეოებიდან. 

დიდხანს იცოცხლეთ ასეთ სიყვარულში, ჩვენ კი კიდევ ბევრჯერ გაგვეხარებინოს თქვენი გული, ძვირფასო ლუარა მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ დღის ამსახველ ვიდეოებს გვიზიარებენ.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203