ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ
09-07-2018
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ, რომელიც ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ოლიმპიადის პირველ და მეორე ტურებში სკოლის 94 აღსაზრდელი მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიადის მიზანი იყო სასწავლო პროცესის სტიმულირება და სწავლისადმი მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის