
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები აღინიშნა.
დედისა და ქალთა დღეები არაერთ კლასში იზეიმეს.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, წაიკითხეს ლექსები და თბილი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება საყვარელი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლების მიმართა.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედისა და მასწავლებლის როლს საზოგადოებაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო