
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან.
„საქართველოს სიყვარული ბავშვობიდან იწყება. ბავშვები რომლებიც დღეს სწავლობენ ქვეყნის სიყვარულს, ხვალ საქართველოს მომავალს ქმნიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
აღსანიშნავია მე-4 კლასელთა ღონისძიება - „დროშა, გერბი, ჰიმნი - სამი სიმბოლო, ერთი საქართველო“, სადაც სწორედ ქართულმა სულმა იზეიმა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნანა ალანია.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო