„მავნე ჩვევები და მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე“ - ლენჯერის N2 სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას პრეზენტაცია მიუძღვნეს
09-03-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება“, რომლის ფარგლებში Vll კლასში, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „მავნე ჩვევები და მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე“.

მასწავლებელმა და მოსწავლეებმა განიხილეს მავნე ჩვევებთან დაკავშირებული საფრთხეები, წარადგინეს საკუთარი პრეზენტაციები და ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო იდეები.

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებში მავნე ჩვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრევენციის გზები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის სიღრმისეული გააზრება და კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვისა უნარის განვითარება.

„ასეთი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს სწორი არჩევანის გაკეთებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გააზრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ბელა ჯამდელიანი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203