მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები იზეიმეს
09-03-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ღონისძიებით აღინიშნა. 

ბავშვებმა ამ გზით გამოხატეს სიყვარული და მადლიერება დედების მიმართ, მასწავლებლებს კი პატივისცემა დაუდასტურეს. მათი ნომრები სითბოთი და ლამაზი ემოციებით იყო სავსე, რამაც ღონისძიება განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა, დედებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

ერთ-ერთი მშობელი პედაგოგებს ამ ლამაზი ღონისძიებისა და ბავშვების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის საჯარო მადლობას უხდის. 

„გილოცავთ გაზაფხულს! სიყვარულით, სითბოთი და ბავშვების ღიმილით სავსე დღე. მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი მონდომებითა და გულით შექმნეს ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი მომენტები.“ განსაკუთრებული მადლობა მაია ცხვარაძესა და მადლონა კორძაძეს თავდაუზოგავი შრომისთვის მზრუნველობისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აძლევთ ჩვენს შვილებს“,- წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203